სასწავლო პროექტი

ქალაქი პეტერბურგი


პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეები გაეცნობიან  ქალაქ პეტერბურგის დაარსების ისტორიას და ღირშესანიშნაობებს.


პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები გაეცნობიან ქალაქის ადგილმდებარეობასდამოუკიდებლად მოიძიებენ ინფორმაციას ქალაქის ღირშესანიშნაობების შესახებ, რუსულ ენაზე გააკეთებენ პრეზენტაციას, გაიმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს, შეიძენენ თანამშრომლობითი მუშაობის უნარჩვევებს.


პროექტის მიზნები: ქალაქ პეტერბურგის გაცნობა, ლექსიკური მარაგის გამდიდრება ზეპირი და წერილობითი  აქტივობების  გამოყენებით. მინითხზულების რუსულ ენაზე  შედგენაკორესპონდენციის  მიზნის  ჩამოყალიბება (მოწვევადაპატიჟება), ისტის  გამოყენებით ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიება, სინთეზური აზროვნების  უნარჩვევების გამომუშავება.

მონაწილეთა ასაკი: 14–15 წელი.

ვადები/ხანგრძლივობა: 8 დღე.

მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები წარადგენენ მინითხზულებას რუსულ ენაზე, ელექტრონულ პრეზენტაციას რუსულ ენაზეინფორმაციულ ბუკლეტს(მოპატიჟება) რუსულ ენაზე.

პროექტის საჭირო ძირითადი რესურსები: სასწავლო მასალა: სახელმძღვანელო, სურათები, ფურცლები, საწერკალამი, ფერადი ფანქრები.

ტექნიკური რესურსი:  ინტერნეტი,  კომპიუტერი.

ადამიანის რესურსი: ისტის მასწავლებელი.


პროექტის მსვლელობა (ძირითად აქტივობები): პროექტის თემა შევარჩიე სახელმძღვანელოდან.
აქტივობა 1. დრო–5 დღე. მოსწავლეების  ჯგუფებად დაყოფა. კლასი დავყავი ოთხ ჯგუფად  და მივეცი დავალებებიჯგუფი ირჩევს ლიდერს, რომელიც ანაწილებს  პასუხისმგებლობას ჯგუფის წევრებზე.
ერთი მოსწავლე აგროვებს ინფორმაციას ქალაქის დაარსების შესახებ,მის ადგილმდებარეობაზე და ბუნებრივ პირობებზე.
მეორე მოსწავლე პოულობს ინფორმაციას ქალაქის ღირშესანიშნაობებზე.
მესამე მოსწავლე დაკავებულია ილუსტრაციების შერჩევით.
მეოთხე მოსწავლე წარადგენს პროექტს.
აქტივობა 2. დრო–1 დღე. მოსწავლეების მიერ მოძიებული ინფორმაციის გადამუშავებაგადახარისხება და პრეზენტაციისათვის მომზადება.
აქტივობა 3. დრო–1 დღე. საინფორმაციო ბუკლეტის შექმნა რუსულ ენაზე (მოსაწვევი)
აქტივობა 4. დრო–1 დღე. პროექტის პრეზენტაცია .წარდგენის  შემდეგ შთაბეჭდილებების გაზიარება და შეფასება.


საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთანეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტორია.

უცხ..IV.10. მოსწავლეს შეუძლია შინაარსის გაგების გასაადვილებლად მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • დამოუკიდებლად ამოიცნობს უცნობი სიტყვების, წინადადებების მნიშვნელობას ნაცნობი ელემენტების (მაგ., კონტექსტი, ილუსტრაციის, ნაცნობი ასოები) დახმარებით;
  • ილუსტრაციებზე, სათაურზე დაყრდნობით მშობლიურ ენაზე გამოთქვამს ვარაუდებს ტექსტის შინაარსის შესახებ;
  • კონკრეტული ინფორმაციის მოძიების მიზნით, მთლიანობაში აკვირდება ტექსტს, მის სიტყვიერ და არასიტყვიერ მაორგანიზებელ ელემენტებს (მაგ., სათაურს, რუბრიკას, ილუსტრაციას, წარწერას, აბზაცს, სვეტს, ლოგოს, ტიპოგრაფიულ მახასიათებლებს /მაგ., მსხვილ შრიფტს/ და სხვა) და იყენებს მათ საყრდენებად;


მიმართულება: წერა

უცხ..IV.11. მოსწავლეს შეუძლია  წერილის მარტივი ენით წერა.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
) წერს ღია ბარათს.
  • იცავს კორესპონდენციის ფორმალურ მხარეს (იყენებს მიმართვას, ხელმოწერას, თარიღს);
  • აყალიბებს კორესპონდენციის მიზანს (მაგ., მილოცვა, ამბის შეტყობინება, დაპატიჟება);
  • ადრესატის ვინაობის გათვალისწინებით შეარჩევს მიმართვისა და მისალმებ /გამომშვიდობების სათანადო ფორმბს.


მიმართულება: უცხოური ენის პრაქტიკული გამოყენება (მედიაცია)

უცხ..IV.21. მოსწავლეს შეუძლია უცხოურ ენაზე სხვადასხვა ტიპის პროექტის განხორციელება (მაგ., გენეალოგიური ის შედგენა, კატალოგის შექმნა-წარმოდგენა და სხვა).

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • მასწავლებელთან ერთად აყალიბებს პროექტის წარმატებით   განხორციელების კრიტერიუმებს;
  •  გუნდის ევრებთან და მასწავლებელთან ერთად გეგმავს პროექტის განხორციელების ეტაპებს;
  •  გუნდის წევრებთან ერთად მასწავლებლის დახმარებით განსაზღვრავს და ინაწილებს ფუნქციებს;
  •  გუნდში ასრულებს საკუთარ ფუნქციას;
  •  მასწავლებლის, მშობლის ან სხვა პირის დახმარებით მოიძიებს სათანადო რესურსებს;
  •  გუნდის წევრებთან ერთად მასწავლებლის დახმარებით შეარჩევს და ამუშავებს მოძიებულ მასალას;
  •  მასწავლებლის დახმარებით აუმჯობესებს და ასრულებს პროექტს.
მიმართულება: სწავლის სწავლა


უცხ..IV.22. მოსწავლეს შეუძლია რესურსების სასწავლო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით გამოყენება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:            
  • ეფექტურად იყენებს სახელმძღვანელოს რესურსებს (მაგ., ლექსიკონს, სტრუქტურულ ნიმუშებს, გრამატიკულ ცნობარს, ილუსტრაციებს და სხვა);
  • მოიძიებს ინფორმაციას როგორც სკოლაში, ისე სკოლის გარეთ ხელმისაწვდომ რესურსებში (მაგ.,  სახელმძღვანელოს თვალსაჩინოებები, ლექსიკონი, სკოლის/სოფლის/ქალაქის ბიბლიოთეკა, მასწავლებელი, კომპეტენტური პირი, ინტერნეტი და სხვა);
  • ქმნის ოპერატიულ რესურსებს (მაგ., ანბანურ/თემატურ ლექსიკონს, პლაკატს, მარტივ სქემას, კითხვარს და სხვა) და იყენებს მათ;
  •  მოიძიებს ინფორმაციას/სასწავლო მასალას ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) მეშვეობით;
  • იყენებს ისტ ამა თუ იმ მასალის/ტექსტის შესაქმნელად/დასამუშავებლად.


პროექტის ხელმძღვანელი: გულისა გოგუა

ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: gulisa.gogua@gmail.com

პროექტის ვებგვერდი/ბლოგი: gulisagogua.blogspot.com